ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება.

Zugdidi Daily

ლტოლვილთა დანიის საბჭოს დაფინანსებით ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულება აშენდება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა რის შედეგადაც, 9 აპრილის ხეივანზე, N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადგილას, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 120 ბავშვზე გათვალისწინებული საბავშვო ბაღი აშენდება. ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს ხელი. როგორც ცნობილი გახდა, პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართულია გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (KfW) , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია. დანიის ლტოლვილთა საბჭოს თაოსნობით მსგავსი პროექტი ფოთში 2 წლის წინაც განხორციელდა. #ფოთი #სამეგრელო #დანია #საბჭო #დაფინანსება #პროექტი #zugdididaily