ისრაელი საქართველოს 8 ქვეყანას შორის განიხილავს

Tbilisi Daily

ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა! საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის!