საქართველოში კორონავირუსის ახალი იმპორტირებული შემთხვევები თურქეთს უკავშირდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 თურქეთიდანაა შემოტანილი. ერთი ინფიცირებული მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მეორე მამაკაცი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკარანტინე სივრცეში მოათავსეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა, ერთს კი კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირთან. დღეს დილით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1283-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1068. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30781329.html #ახალი_ამბები #twitter