ავტოსაგზაო შემთხვევა ოჩამჩირეში

Sokhumi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოჩამჩირეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გზატკეცილზე საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე მოხდა. დე ფაქტო უწყების ცნობით, ერთმანეთს დაეჯახა "მერსედესი" და VAZ-2107. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლნი VAZ– ის მგზავრები იყვნენ, მათ შორის სამი ქალი და კაცი. მერსედესის მძღოლი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა