ბათუმში მკვლელობა მოხდა - ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზემკვლელობა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დალუქულია ბინის კარი და მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.