შესაძლოა ვირუსის მეორე ეტაპი ზამთარში განვითარდეს

Headline

CNN - შესაძლოა კორონა ვირუსის მეორე ეტაპი ზამთარში განვითარდეს. გრიპისა და ვირუსის ტალღა ერთდროულად შემოვა და ეს უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს ჯანდაცვის სფეროში. ”არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენს ერს ძალიან გაუჭირდეს შემდეგი შეტევის გადალახვა. ჩვენ გვექნება გრიპის ეპიდემია და კორონავირუსის ეპიდემია ერთდროულად”- თქვა CDC- ის დირექტორმა რობერტ რედფილდმა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ისეთი მედიკამენტები, რომლითაც შეიძლება ჩვენ გავუმკლავდეთ კრიპს გაციებას და ის დავამარცხოთ კორონა ვირუსის შემთხვევაში ჯერ კიდევ არ გვაქვს დადასტურებული მკურნალობის მეთოდი ან მედიკამენტი, რომელიც აგვაცილებს თავიდან ფატალურ შედეგებს. გრიპის სეზონი სექტემბრიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ გრიპის აქტივობა ახლა შედარებით შესუსტდა, სეზონმა ჰოსპიტალიზაციებისა და ინფექციების დიდი რაოდენობა აჩვენა. გრიპის შედეგად გასულ წელს მინიმუმ 168 ბავშვი დაიღუპა. ასევე დაიღუპა მინიმუმ 34.200 ამერიკელი, CDC- ის მონაცემებით სავარაუდოდ, 35.5 მილიონი ადამიანი დაავადდა. კორონა ვირუსის პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს. დაავადებულთ რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. აქედან 700 000 მეტი დაავადბეული ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაამარცხებს პანდემიას მსოფლიო. წყარო - CNN #coronavirus #covid19 #headline #covid #corona