გამყრელიძე: healthmetrics-ის მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს. თუმცა, მისი თქმით, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი COVID19-ის გავრცელების ეფექტური პრევენციისათვის და არ არის გამორიცხული, რომ პირბადის ტარება ყველა სივრცეში სავალდებულო გახდეს:
„ჩვენი მიზანია 95%. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე აღინიშნა, რომ შესაძლოა, პირბადის გამოყენება ყველგან, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მანდატორული გახდეს. თუკი ჩვენ ავალთ 95%-ზე ვნახავთ, რომ სერიოზულად დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი“.
ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში, გაზრდილია პირბადის მოხმარების მაჩვენებელი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30921018.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)