გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა
Tbilisi Daily
Ambebi.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მკითხველთა 60% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვა იყო: "თქვენი აზრით, გაყალბდა თუ არა არჩევნები?" მასში 24 საათის განმავლობაში 14 851 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვის შედეგებით, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს გამოკითხულ მკითხველთა 40%.