როდის განახლდება აუდიტორიული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
Zugdidi Daily
განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სწავლის პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულება, რაზეც დღეს იმსჯელეს ასევე არის საარჩევნო უბნები, რომელიც განთავსებულია სკოლები და იქაც სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან ისევ უნდა განახლებულიყო.
“ერთი საკითხი იყო სკოლები სადაც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული და მეორე დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს არ გამწვავდეს მეტად ამ ქალაქებში ეპიდსიტუაცია. ეს ქალაქები სრულად გადავა დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები“,- განაცხადა დგებუაძემ.
აქვე ვიცე-პრემიერი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტები სწავლების იმ რეჟიმზე დარჩებიან, რომელიც მათ ახლა აქვთ.
ინფორმაციისთვის, დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოში Covid19-ით დაინფიცირდა 1943 ადამიანი. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა 1833, თუმცა დღის განმავლობაში დაიღუპა 20.