მდინარე ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დღეს, მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასცდილობდნენ. გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ.