აშშ-ში თვითმფრინავის კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
აშშ-ში, ტეხასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა Piper PA-46 კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 4 ადამიანი - 2 მამაკაცი და 2 ქალი. თვითმფრინავი ოსტინიდან ლუიზიანაში მიფრინავდა. ძრავაში წარმოქმნილი პრობლემის გამო პილოტმა ავარიული დაშვება სცადა, რა დროსაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
კატასტროფის მიზეზები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება.