თეთრი გენოციდი-ის რაზეც მსოფლიო დუმს

ByGi GaGeorgia
0
დღევანდელი ანტირასისტული მსოფლიო ისტერიის და ძეგლების დემონტაჟების თუ ანტირასისტული ვანდალიმიზის პარალელურად მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია რეალურ რასიზმზე რომელიც სამხრეთ აფრიკაში ამ სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. წარმოიდგინეთ რა ამბავი მოჰყვა ერთი შავკანიანის სიკვდილს რომელიც რასიზმზე მეტად გაუფრთხილებლობით და ძალის გადამეტებით მოხდა, თუმცა რადგან მსხვერპლი შავკანიანი იყო ყველამ რასიზმად მონათლა, თუმცა ღია რასიზმის არანაირი კვალი არ ჩანდა ჯორჯ ფლოიდის საქმეში. ის დაკავების დროს ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, რაც რა თქმა უნდა დიდი ტრაგედიაა, მაგრამ უარესი ტრაგედიები წლებია ყოველდღე ხდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ზიმბაბვეში. რა ვიცით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე? ამ მიწაზე ბანტუს ხალხების მოსვლამდე ცხოვრობდნენ ჰერეროს და ჰოტენტოტების ასევე ბუშმემების ტომები. იგი პირველად ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს 1652 წლის 6 აპრილს იან ვან რიბეეკმა ოსტინდოეთის კომპანიის სახელით და დააარსა დასახლება შტორმების (მოგვიანებით კეთილი იმედის) კონცხზე. XVIl-XVlll საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ჩამოდიან და ცხოვრებას იწყებენ კოლონისტები ნიდერლანებიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან. 1770 იან წლებში ხდება შეტაკებები ჩრდილოეთიდან დაძრულ კოსას ტომებთან რამაც შემდგომში რეგულარული სახე მიიღო და ისტორიაში შევიდა როგორც კაფრებთან სასაზღვრო ომი რაც გამოწვეული იყო თეთრკანიან ჩამოსახლებულების პრეტენზიებზე აფრიკელი მოსახლეობის კუთვნილ მიწებზე. კაპის კოლონიაში შემოჰყავდათ მონები ჰოლანდიის სხვა კოლონიებიდანაც მაგ. ინდონეზიიდან, მადაგასკარიდან. კაპის კოლონისტები და ადგილობრივი ავტოქტონური აბორიგენი მოსახლეობა შეერივნენ ერთმანეთს ასევე სხვა ეთნოსები და საბოლოოდ რთული ეთნოგენეზის შედეგად ჩამოყალიბდნენ "კაპის ფერადების" ეთნოსი რომელიც დასავლეთ კაპის პროვინვიის მოსახლეობის 50 % შეადგენენ. ნაპოლეონის მიერ ჰოლანდიის ანექსიის შემდეგ ინგლისს გაუჩნდა შიში რომ ფრანგები დაიპყრობდნენ სამხრეთ აფრიკის ნაყოფიერ სანაპირო ზოლს და ჰოლანდიურ კოლონიებს. ამიტომ თავად დაიწყეს სამხრეთ აფრიკის ინტერვენცია. ბურებმა ინგლისელ დამპყრობლებთან სისხლიანი ომი გამართეს ამ ომებს ხელი შეუწყო ოქროს აღმოჩენამ ვიტვატერსრანდის მთებში. ინგლისელებთან ომებში ბურები დამარცხნენ მაგრამ მაინც შეძლეს დაეარსებინათ ორი ჰოლანდიური სახელმწიფო ტრანსვაალის რესპუბლიკა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო. ამ რეგიონებში ოქროს და ალმასების საბადოების აღმოჩენამ ფრანგები და ინგლისელები ახალ ომამდე მიიყვანა და ისინი ერთმანეთს შემდეგ კი ბურებს დაუპირისპირდნენ. ინგლისმა სამხრეთ აფრიკაში შავკანიანების მონათმფლობელობა 1806 წელს აკრძალა თუმცა1833 წლამდე ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავრცელებულა. ინგლის ბურების პირველი ომი 1880-1881 წლებში მოხდა და ბურების გამარჯვებით დასრულდა რადგან ინგლისს არ სურდა ხანგრძლივი ომი ეწარმოებინა შორეულ მიწებზე. 1877 წელს ტრანსვაალის ანექსია მაინც მოახერხეს ინგლისლებმა ამ დროს მათი რაზმი სულ 25(!) მებრძოლისგან შედგებოდა და ტყვიის გაუსროლებლად მოახერხეს ტრანსვაალის ხელში ჩაგდება. 1899-1902 წლებში მოხდა ინგლის ბურების მეორე ომი. სადაც ბურები დამარცხდნენ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკა ბურების კოლონიებითურთ ინგლისს დაექვემდებარა, ამის შემდეგ დაიწყო სასტიკი ომი ადგილობრივ აფრიკელებსა და ევროპელ კოლონიტაზორებს შორის. შავკანიანები ომში დამარცხდნენ რის შემდეგაც გეტოებში შეასახლეს და ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1931 წელს მიიღეს ვესტმინსტერის რეზოლუცია, რომელმაც გაამყარა სამხრეთ აფრიკის კავშირის მდგომარეობა და იგი როგორც დომინიონი შევიდა ბრიტანეთის გავლენის ქვეშ. 1934 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული პარტია იგი მოიცავდა პრობრიტანულ და ბურების ეროვნულ კოგრესს. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გაიყო ეროვნული პარტიის აზრები ჩართულიყვნენ ომში ბრიტანეთის თუ ნაცისტური გერმანიის მხარეს. 1948 წელს არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა კონგრესმა და დამყარდა აპართეიტის რეჟიმი. ამ დროიდან დაიწყო ისედაც შევიწროებული შავკანიანების უფლებების ჩამორთმევა და აკრძალვები. მათ აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა, შერეული ქორწინებები, დასაქმება საჯარო სივრცეში და უამრავი სხვა სამოქალაქო უფლება მათ შორის სამხედრო სამსახური. აპართეიტი გაუქმდა 1994 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა ნელსონ მანდელა და აფრიკული ეროვნული კონგრესი. თუმცა რასიზმი არსად გამქრალა. თუ აპართეიტის პერიოდში იგი ძირითადად მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ვლინდებოდა მას შემდეგ რაც ძალაუფლება შავკანიანებმა აიღეს დაიწყო ტოტალური ძალადობა და თეთრკანიანების ფიზიკური ტერორი და მკვლელობები. სამხრეთ აფრიკის 59 მლნ მოსახლეობდან დღეს თეთრკანიანი უმცირესობა 9 % ზე ნაკლებია. მათი 38% ბრიტანელების შთამომავლები არიან, 58% აფრიკანერები (ბურები) და ასევე მცირე რაოდენობით ფრანგი კოლონისტების შთამომავლები. დღეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ "ფერმერების მკვლელობები". ბოლო 20 წელია მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე, ხშირ შემთხვევებში მათ ჯგუფურად აუპატიურებენ ცემენ და კლავენ. 1999 წლიდან მოყოლებული აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე რა დროსაც რასობრივი მოტივით მოკლეს 2500 უდანაშაულო ადამიანი. ძალადობის სტატისტიკა მუდმივად მზარდია 2006-2009 წლებში 25% ით გაიზარდა ფერმერების მკვლელობათა რაოდენობა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი რომ ადგილობრივი პოლიცია ვერ (არ) ებრძვის ფერმერების მკვლელობებს. რაზეც ამ დანაშაულით დაკავებულების ძალიან მცირე სტატისტიკაც მეტყველებს. ამ დროს კი უკვე თეთრკანიანი ფერმერების მკვლელობები ეთნიკურ რასობრივი მცოცავი გენოციდის სახეს იღებს. ძალადობის და რასობრივი შეუწყნარებლობის წახალისებას პოლიტიკოსებიც უწყობენ ხელს. ქვეყნის მმართველი პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესის მიდგომა ცალსახად რასისტულია. მისი წევრები მღერიან აპართეიტის დროინდელ სიმღერას რომლის საკვანძო სიტყვებია "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი". 2010 წლის მარტში სამხრეთ აფრიკულმა სასამართლომ მიიღო კანონი რომლის მიხედვით ეს სიმღერა იყო არაკონსტიტუციური და რასობრივი შეუწყნარებლობის ხელის შემწყობი და აიკრძალა მისი საჯაროდ შესრულება. მაგრამ აფრიკული ეროვნული კონგრესის გენერალურმა მდივანმა გვედე ნანტაშემ განაცხადა რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლებოდა რადგან აფრიკული ფოლკლორის ნაწილი იყო და დემონსტრაციულად საჯაროდ დაიწყო მისი შესრულება პარლამენტის შენობაში. მმართველი პარტიის შეკრებებზე მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები წარწერით "ერთი თეთრი ერთი ტყვია", "მოკალი თეთრკანიანი". ამგვარი პოლიტიკით მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს რასობრივ ძალადობას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა "აფრიკული ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ გავლენიან ძალას წარმოადგენს. გარდა ფერმერების მკვლელობებისა სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანების (აფრიკანერების) მდგომარებას ამძიმებს დისკრიმინაცია დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. "affirmative action" წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას რომლის თანახმადაც დასაქმებაში ყველა კომპანიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას იმის მიუხედავად თუ რამდენად პროფესიონალი კადრია. ეს პოლიტიკა აპარტეიდის დასრულების შემდეგ დაიბადა. რასიზმის ერთ ერთი სკანდალური მაგალითია NedBank ის პოლიტიკა, 2005 წელს მათ გამოიტანეს გასაყიდი აქციების სპეციალური სერია და ყიდვის უფლება მიანიჭეს ყველა რასას გარდა თეთრკანიანებისა! ესაა ოფიციალური გაცხადებული რასიზმის პოლიტიკა რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. რასისტული რეჟიმის და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო თეთრკანიან აფრიკელთა ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 1990 იანი წლებიდან 900.000 მა აფრიკანერმა დატოვა ქვეყანა. აღსანიშნავია რომ ისინი (აფრიკანერები) ჩამოყალიბდნენ როგორც ადგილობრივი ეთნოსი და მათი ენა აფრიკაანსი არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. აფრიკანერები და ბურები ადგილობრივი აფრიკელი თეთრკანიანები არიან საკუთარი ენით და ეთნიკური იდენტობით, რომლებსაც სხვა ისტორიული სამშობლო აფრიკის გარეთ არ გააჩნიათ რაც მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. რასიზმის პოლიტიკა დასაქმების სფეროში ამძიმებს მათ მდგომარეობას. 1995 წლიდან 2005 წლების პეროოდში გ⁴აჩნდა თეთრი გეტოები სადაც უმძიმეს ეკონომიკურ სიღარიბეში უწევთ თეთრკანიანებს ცხოვრება. 430.000 ადამიანი ცხოვრობს ე.წ "სკუატერებში", მკვლელობის, შიმშილის და რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემების პირისპირ. 1994 წლიდან აპართეიტი დასრულდა მაგრამ რასიზმი არა, იგი თავისი მახინჯი ფორმით განაგრძობს არსებობას და მთლიანად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული. აპართეიტის შემდეგ მოკლულია 700.000 ზე მეტი თეთრკანიანი რასობრივი ზიზღის მოტივით. 1 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ხოლო 400.000 ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხივრობს, რა დროსაც მსოფლიო რასიზმს ებრძვის ერთი შავკანიანის ტრაგიკული მკვლელობის გამო მაგრამ არავინ იღებს ხმას ათიათასობით თეთრკანიანის მკვლელობაზე, მსოფლიო დუმს ამ ტრაგედიაზე და რეალურ რასიზმზე 21-ე საუკუნეში,
რაც უკვე შეფასდა როგორც თეთრი გენოციდი!
ByGi GaGeorgia
0