მოშვება არ შეიძლება, ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით - გამყრელიძე

Pirveliradio Ge

მოშვება არ შეიძლება. ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "მოშვება არ შეიძლება. დღეს ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში. დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ არის. ხდება ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია. არა, ბატონებო. კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა მოხდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით, უკეთესად და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შედარებით, უკეთესი ეპიდსიიტუაცია შევინარჩუნოთ.” - განაცხადა გამყრელიძემ.