ზესტაფონის საავადმყოფოს ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 40 საწოლი ემატება

Kutaisi Daily

კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად ზესტაფონში არსებულ კლინიკა “ფერომედს” 40 საწოლი დაემატება. როგორც ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად ვირუსის 50-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ამ რიცხვს ელოდებოდნენ და მომზადებული შეხვდნენ. ვირუსის შემთხვევების მატების გამო, ზესტაფონში ქალაქის ყველა და სოფლის სკოლების დიდი ნაწილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. “ყველანი ვმუშაობთ იმისათვის, რომ სიტუაცია ვმართოთ. პანიკა არ არის აუცილებელი. 40 საწოლი დაემატება ხვალიდან “ფერომედს”, რომ ინფიცირებული პაციენტები მიიღოს. სკოლებში იყო პედაგოგების და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები. ეკლესიაში მგალობელთა გუნდს დაუდასტურდა კოვიდი, ვერ ვიტყვით საიდან, რადგან ეკლესიაში ყველა რეკომენდაციას იცავენ. მგალობლები ეკლესიის გარეთაც მონაწილეობენ ღონისძიებებში,”-ამბობს ზესტაფონის საზოგაგოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გველესიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #kutaisidaily topnews