რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Tbilisi Daily

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ახალგაზრდა კაცი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.