20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა

Tbilisi Daily

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა და დაკავებული პირები სხდომათა დარბაზიდან გაათავისფლეს. სამივე პირმა დანაშაული აღიარა და მოსამართლის გადაწყვეტილებით 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირებს ბრალი ედებოდათ რბევაში, ძალადობაში, სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობასა და მათზე თავდასხმაში. #20ივნისი #გავრილოვისღამე #საპროცესოსხდომა #ბრალდება #გათავისუფლებულიპირები #tbilisidaily