ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან რეისი განხორციელდება
Kutaisi Daily
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. ხვალ, 28 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ქუთაისი-ათენის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ( მოფრენა - 15:10 საათზე, გაფრენა 0 15:40 საათზე).
სარეპატრიაციო რეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ორივე მიმართულებით ყველა ბილეთი გაყიდულია. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე მგზავრები შემოწმებას გაივლიან და აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.
ათენი-ქუთაისი-ათენის მგზავრებს აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები Georgian Bus და Omnibus Express მოემსახურებიან. ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა საბერძნეთის მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე სავალდებულოა მგზავრებმა შეავსონ სპეციალური PLF ფორმა ვებგვერდზე https://travel.gov.gr/. შევსების შემდეგ ელექტრონული PLF ფორმა ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელ.ფოსტაზე, რომელიც მან ავიარეისის შესრულებამდე უნდა წარადგინოს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ქუთაისი
#ფრენები
#kutaisidaily
წყარო -agora.ge
#მოგზაურობა
#ახალიამბები