ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, ამიტომ ელჩებს პრევენციული ზომისთვის მივმართეთ — კობახიძე

On.ge

ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიამ ელჩებს 8 მარტის შეთანხმების დეტალების გასაჯაროების თხოვნით პრევენციული ზომების მისაღებად მიმართა. ამ თემაზე კობახიძემ კითხვებს ბრიფინგზე უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ "ოპოზიციის მუქარა" შედეგს ვერ მოიტანს. "ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ განთავისუფლდება 3 პირი, ეს იქნება, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს მივიღეთ პრევენციული ზომა, რომ ეს ასე არ მოხდეს", — თქვა ირაკლი კობახიძემ. #news #politics https://on.ge/story/55861-%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94