ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა იკლებს-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140996
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუჯეს თქმით ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. მან ონლაინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, ქვეყნები კარანატინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
კლუჯეს თქმით, დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია და დანია.
„დაავადების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ხანშიშესული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომელთაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. მათ შორის ვინც დაიღუპა, ორი მესამედი მამაკაცია. გარდაცვლილთა 95% 60 წელს აღემატება. მათ უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები 66%-ში, დიაბეტი -29%-ში და თირკმლის პრობლემები 16%”, - აღნიშნა კლუჯემ.