87 წლის ქობულეთელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა
Tbilisi Daily
ქობულეთში 87 წლის ოთარ აბაშიძემ კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაეწერა. ინფორმაცია ამის შესახებ ბათუმის კლინიკა მედცენტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„დღეს მედცენტრის რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც COV-19 დაამარცხა.
ქობულეთის მკვიდრი 12 ოქტომბერს COV-19-ის ვირუსით შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, მას დაუდგინდა COV-19 ასოცირებული ბილატერალური პნევმონია“, – ნათქვამია პოსტში.