მარნეულის საბითუმო ბაზარი გაიხსნა
Marneuli Daily
ჩაკეტვიდან 20 დღის შემდეგ მარნეულის საბითუმო ბაზარი გაიხსნა. ბაზრის ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი მუშაობს, რომელიც 15 ადამიანისაგან შედგება. ბაზრის შესასვლელში კორონოვირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს უტარდებათ თერმო სკრინინგი, მერიის წარმომადგენლები არიგებენ პირბადეებს და ყველა მანქანა, რომელიც ბაზარში შედის, სადეზინფექსიო ხსნარით მუშავდება.
„ხალხის ნაკადი დიდია, თუმცა ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, მაქსიმალურადაა დაცული. ჩვენ ყოველდღიურად გავაკონტროლებთ აქ სიტუაციას. ჩვენთვის და მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაზრის გახსნა, თუმცა მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ თუ გვინდა, რომ ბაზარმა იმუშაოს ჩვენ ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, ეს ბაზარი ვერ იმუშავებს“ - აცხადებს მარნეულის მერი ზაურ დარგალი.
მარნეულის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ კორონოვირუსის პრევენციის მიზნით დაიცვან სოციალური დისტანცია და ადგილზე პირბადეებით მივიდნენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საერთო საქმე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ბაზრობამ იმუშავოს, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამისათვის. თუ დარღვეული იქნება მოსახლეობის უსაფრთხოება, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ დაიკეტოს ბაზარი“
წყარო : რადიო მარნეული
#მარნეული
#ბაზარი
#ხილბოსტანი
#marneulidaily