Საკმეველი სხეულში ბაქტერიებს ანადგურებს?
Tbilisi Daily
საკმეველს სასიამოვნო სუნის გარდა განკურნება შეუძლია. ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული საკმევლის დახმარებით ინტენსიურად კურნავდნენ სნეულებს. ბიბლიაშიც ნათქვამია, თუ როგორ კარნახობდა უფალი მოსეს, რომ კეთილსურნელოვანი ფისის გაერთიანებით სამკურნალო წამალს მიიღებდა.
საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ გასაოცარი არომატის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ საკმეველი ერთ-ერთი უძლიერესი იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა.
საკმევლის არომატი აუმჯობესებს მეხსიერებას, რის შესახებაც შუასაუკუნეებში მოღვაწე სომეხი ექიმი, ამირდოვლად ამაციანი წერდა. დაოსების გადმოცებით, ეს უნიკალური არომატი სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.