დედათა სკოლა - ქალები განათლებისაკენ
Marneuli Daily
„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ იწყებს ინოვაციურ პროექტს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მრავალი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმირების პროექტებს ახორციელებს, საქართველოში მაინც მწვავედ დგას ნაადრევი ქორწინების პრობლემა რის შედეგადაც ქალებს ხელი არ მიუწვდებათ განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე. ნაადრევ ასაკში ქორწინება მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასაც მნიშვნელოვნად აფერხებს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი აზროვნების ინსტიტუტი მშობლებს სთავაზობს პროექტს „დედათა სკოლას“.
პროექტის შესახებ "Marneuli Daily "-სთან ისაუბრებს პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი ქამრან აფანდიევი.
"ჩვენ ისედაც კარგად ვიცით თემში არსებული პრობლემები, განსაკუთრებით განათლების მხრივ. რამდენიმე მშობელმა მოგვმართა თხოვნით, რომ მოგვეფიქრებინა მათთვის რამე გამოსავალი რათა დახმარებოდნენ თავიანთ შვილებს, რომლებიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეები არიან. ამის შემდეგ სოფელში ჩავატარეთ კვლევა და კვლევის შედეგად გაირკვა, რომ უმრავლესობა ასეთ მშობელს სჭირდება დახმარება. ამიტომაც გადავწყვიტეთ , რომ უნდა დაგვეწყო დედათა სკოლა."-აცხადებს ქამრან აფანდიევი
„დედათა სკოლა" გააერთიანებს სოფ. სადახლოს, მოლაოღლსა და ხულდარაში მცხოვრებ მოხალისე 20 დედას, რომელთაც 10 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ სემინარები და ტრენინგები სხვადასხვა საგანში, მათ შორის, სამოქალაქო განათლება, ქართული და ინგლისური ენა (ელემენტარული დონე), ბუნება, მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამები.
"ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი აზროვნების ინსტიტუტი მშობლებს სთავაზობს პროექტს „დედათა სკოლას“- ამბობს ქამრან აფანდიევი
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოციალური აქტივობები, ისინი აგრეთვე ითანამშრომლებენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სკოლებთან. „დედათა სკოლის“ მონაწილეები უკვე შერჩულები არიან.
მოგახსენებთ, რომ პროექტი „დედათა სკოლა“ ხორციელდება „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ინიციატივით, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
#დედათასკოლა
#ახალიაზროვნებისინსტიტუტი
#მარნეული
#MarneuliDaily