ენიო მორიკონე გარდაიცვალა
Tbilisi Daily
იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
გამოცემის ცნობით, მუსიკოსი რომის ერთ-ერთ კლინიკაში წაქცევის გამო მიღებული ტრავმების შემდეგ მოხვდა და მალევე გარდაიცვალა.
ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია.
ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.
ენიო მორიკონე არის ისეთი ცნობილი ფილმების კინომუსიკის ავტორი, როგორიცაა „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“ და სხვა