თბილისში ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზი აშენდება

Tbilisi Daily

მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი 10 500 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს. ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია. როგორც ცნობილია, ოლიმპიური სასახლის მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება. #ოლიმპიურისასახლე #სპორტი #ჩემპიონატი #მშენებლობა #tbilisidaily y