Besame mucho-ს ავტორის მიერ უარყოფილი გრეგორი პეკი

0
ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სიმღერის Besame mucho-ს ავტორი გახლდათ კონსუელო ველასკესი(1916-2005წწ), რომელმაც იგი 19 წლის ასაკში დაწერა.იმ დროისთვის კონსუელო იყო კათოლიკური სკოლის ახალი კურსდამთავრებული და მთელს თავისუფალ დროს სიმღერების შექმნას ანდომებდა, ვაჟთა საზოგადოებისთვის არ ეცალა. მისი ერთ-ერთი პირველი სიმღერა Besame mucho მოისმინა მომავალმა პროდიუსერმა მარიანო რევერამ და სიღერასთან ერთად ხელიც სთხოვა.მორცხვმა კონსუელომ თანხმობა განაცხადა , ქორწილი შედგა. წყვილი ბევრს მოგზაურობდა.ამერიკაში ყოფნის დროს კონსუელომ გაიცნო კინოს ამომავალი ვარსკვლავი გრეგორი პეკი(1916-2003წწ)მან სთხოვა ქალბატონს ემღერა სახელგანთქმული სიმღერა მსახიობებისთვის მოწყობილ საღამოებზე.გრეგორი პეკი იმდენად იყო მოხიბლული
კონსუელოთო რომ ცოლის მიტოვებას და ეშხიანი მექსიკელის ცოლად შერთვას აპირებდა, თუმცა ერთგული კონსუელო თანახმა არ იყო. როგორც სჩანს ქალბატონი გულგრილი არ ყოფილა გრეგორის მიმართ რადგან ამის შემდეგ შეიქმნა ლეგენდა, თითქოსდა კონსუელო როცა წერდა სიმღერებს მისთვის უკვე დაკარგული სიყვარულის სურათს დაჰყურებდა.
0