გაციებული საზოგადოების შესახებ - კიდევ ?

0
ჩვენს სამყაროში, ჩვენს დროში მყარად გაიდგა ფესვები დეპრესიებმა, ჩაკეტილობამ, უთქმელობამ. მკაფიოდ გამოიკვეთა მიღებული შედეგები და საზოგადოება ერთმანეთის მიმართ გაცივდა. ბევრი ამ შედეგს ტელეფონებს აბრალებს - სულ ჩარგულიაქვს ამ ხალს თავი ტელეფონებში და გამარჯობის თქმა აღარ უნდათო მოვისმინე ერთისგან, თუმცა ტელეფონიდან თავი ძლივს ავაწევინე ეს რომ ეთქვა. საზოგადოების გაციების კიდევ ერთი მიზეზი – სიზარმაცე. ალბათ დამეთანხმებით, სიზარმაცით საქმე რომ კეთდებოდეს აქამდე მანქანები კი არა, გემებიც დაიწყებდნენ ფრენას. ხალხური ანდაზა - “მედღეხვალიე კაცსაო, ზამთარი მოადგა კარსაო” და დარჩა შეშა დაუჩეხავი. ამ ანდაზის მოსმენისას გამიჩნდა კითხვა – რატომ გადადო საქმე? სიზარმაცის გამო, თუმცა ჩვენ ნუ გავკიცხავთ თავის გაჭირვებია. ესეიგი, ყველა ის ადამიანი, რომელიც იზარმაცებს, მითუმეტეს ხანგრძლივი პერიოდით, ჩავარდება შესაცოდთა ორმოში. საზოგადოების გაციების კიდევ ერთი მიზეზი – “დროს აყოლილი იდიოკრატია”. ალბათ გქონიათ შემთხვევა ქუჩებში გადაადგილებისას, საზოგადოებრვი ტრანსპორტით სარგებლობისას ან სასეირნოდ გასულს სადმე იბიცაზე, შეგხვედრიათ ძევლი ნაცნობი, შემოუხედავს “გიცანი” თვალებით, თუმცა თავაწეულს გაუვლია. “რაც უფრო შეუცნობელი ხარ მით უფრო დაგაფასებენ” – ამ მცნებას აყოლილი საზოგადოების დიდი ნაწილი, უკვე რამდენიხანია ასე ისწრაფვის განვითარებისაკენ. თუმცა რა საოცრებაა ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით. საზოგადოების გაციების კიდევ ერთი მიზეზი – უნდობლობა. გაზრდილი კრიმინალი, ფინანსრუი შეუძლებლობა საქალაქო აქტივები და რიგი საკითხები საზოგადოების თვითშეგნებაზე, საზოგადოების ხედვასა და დამოკიდებულებაზე აისახება. მეტწილი მომხდარი მოვლენებისა, უარყოფითად მოქმედებს საერთო საზოგადოებრივ წარმოსახვით ნდობის ნიშნულზე. თუმცა საბედნიეროდ ბოლო დროს სიკეთისაკენ მიდრეკილება უფრო შესამჩნევია ყველა მოქალაქეში. კიდევ ? #თქვი
0