აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. განახლებული სტატისტიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს942 პაციენტი, მათან135-ის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 118 პირი.
აჭარის მასშტაბით, კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული1 646პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება16 379, საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული 1122 ადამიანი.