ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 116 შემთხვევა დაფიქსირდა
Tbilisi Daily
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 24 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
გუდაუთის საავადმყოფოში 57 წლის პაციენტი გარდაიცვალა. მათი განცხადებით, დღემდე ინფიცირების 5 558 შემთხვევაა დაფიქსირებული. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ ჯამში გამოჯანმრთელდა 3 630 და გარდაიცვალა 73 ადამიანი