2 ოლქში შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა, არ გამოვრიცხავთ, რომ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები - დეკანოიძე
Pirveliradio Ge
2 ოლქში შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა, არ გამოვრიცხავთ, რომ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ მთავართან საუბრისას გააკეთა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისის ნაწილში შეთანხმება და ის სინერგია, რომელიც თავიდანვე იყო დაგეგმილი... სამწუხაროდ, 2 ოლქში შეთანხმება დღემდე ვერ მოხერხდა და იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება შეთანხმება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.