ზუგდიდში გამოკვლეული 129-ვე პირის პასუხი ცნობილია
Zugdidi Daily
15 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღებული 417 ბიოლოგიური ნიმუშიდან, 129 გაიტესტა. აქედან, 13 პაციენტია, მედპერსონალი - 31, კარანტინიდან - 79, თვითიზოლაციიდან - 5. კოვიდ19-ზე გამოკვლეული ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. დანარჩენ ნიმუშებს დღეს გამოიკვლევენ.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 6 633 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: რადიო ათინათი
#კორონავირუსი
#სამგერელო
#zugdididaily