ანტიმიკრობული რეზისტენტობა- რას იწვევს ანტიბიოტიკების ხშირი,არასწორი მიღება

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ანტიმიკრობული რეზისტენტობა • საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში • სერიოზული საფრთხეა გლობალური ჯანმრთელობისთვის და მოითხოვს სახელმწიფოს ყველა უწყებისაგან და საზოგადოებისაგან გადაუდებელ ღონისძიებათა გატარებას • საფრთხეს უქმნის ინფექციურ დაავადებათა მკურნალობას.

ანტიბიოტიკორეზისტენტობა

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) – მიკროორგანიზმის მდგრადობა იმ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო აღნიშნული მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. რეზისტენტულ მიკროორგანიზმებს (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და პარაზიტები) შეუძლიათ გაუძლონ ისეთი ანტიმიკრობული მედიკამენტების მოქმედებას, როგორებიცაა ანტიბიოტიკები, ფუნგიციდური, ანტივირუსული და ანტიმალარიული პრეპარატები. ამგვარად, სტანდარტული მკურნალობა არაეფექტური ხდება. 📍ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტიპი, როდესაც ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. მოცემული დოკუმენტი სწორედ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობაზე არის ფოკუსირებული. ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა თანდათან რთულდება, რადგანაც იზრდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული პათოგენების რაოდენობა. პაციენტებისთვის ეს ხშირად მკურნალობის გახანგრძლივებულ პერიოდს ნიშნავს, რასაც ემატება მისგან გამოწვეული სტრესი და განცდა იმისა, რომ ინფექციისგან განკურნება რთულდება, ან შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, იზრდება მკურნალობაზე ფინანსური დანახარჯებიც. 📍რეზისტენტული შტამების ევოლუცია ბუნებრივი ფენომენია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმებში ანტიმიკრობული პრეპარატების მოქმედების შედეგად; ასევე, შესაძლოა მოხდეს რეზისტენტობის გენების ურთიერთგაცვლა ბაქტერიების განსაზღვრულ სახეობებს შორის. ანტიმიკრობული მედიკამენტების არასწორად გამოყენება აჩქარებს ხსენებულ ფენომენს. თავად ანტიბიოტიკების გამოყენება მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განმაპირობებელ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კლინიკაში ინფექციების არაეფექტური კონტროლი და პრევენცია ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებას უწყობს ხელს.
#news #opinion #health #forhealth #healthylife
#behealthy
#antibiotic
Tbilisi
0