EMC აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს

Tbilisi Daily

EMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. news აზარტულითამაშები რეგულაციები EMC tbilisidaily