იუვენტუსი ინტერთან ბრძოლაში მარცხდება

Headline Sport

იტალური გამოცემა Tuttosport-ის განცხადებით, იუვენტუსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს ბრეშას ახალგაზრდა ფეხბურთელის, სანდრო ტონალის შესაძენად. თუმცა ახალგაზრდა იტალიელით, რომელიც იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, მხოლოდ იუვენტუსი არ არის დაინტერესებული. მოქმედ ჩემპიონებს კონკურენციას მოსისხლე მტერი, ინტერი და ესპანური გრანდი, ბარსელონა უწევენ. ჯერჯერობით უცნობია ტონალი იტალიაში დარჩენას გადაწყვეტს თუ საზღვრებს გარეთ მოსინჯავს ძალებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი მაურო იკარდის გაყიდვიდან შემოსული თანხით შეეცდებიან იტალიელი ნახევარმცველის გადმობირებას, თუმცა იჯარის წესით, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით, დამატებით კი მზად არიან ბრეშას თავისი შემადგენლობიდან, სებასტიანო ესპოსიტო გაუგზავნონ, ისიც იჯარით. #headlinesport #sport #football #juventus #tonali #brescia #inter #barcelona #icardi #transfers