„მოსახლეობაში იარაღის რაოდენობა - კატასტროფა აფხაზეთისთვის“ - შსს-ს ხელმძღვანელი

0
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დმიტრი დბარმა მოსახლეობის მფლობელობაში არსებული იარაღის რაოდენობასთან დაკავშირებით შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე ისაუბრა. შსს ყველა კონკრეტული შემთხვევის მასშტაბურ შემოწმებას იწყებს და კანონმდებლობის გადახედვის ინიციატივით გამოდის. 5 წლის განმავლობაში, იარაღის ტარების 2 267 ნებართვა გაიცა. აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულთა უდიდესი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. ამავდროულად, ერთადერთი რეგულაცია – ეს არის დადგენილება მისი ბრუნვის შესახებ, რომელიც 1994 წლის 4 მაისს, კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულებიდან მალევე მიიღეს.  ეს კატასტროფაა და ახლა, როდესაც გვხვდებიან ადამიანები იარაღის ტარების ნებართვით, დროებით ვართმევთ მათ და ვამოწმებთ. თუკი იარაღის მფლობელი არ არის ნასამართლევი, არ აქვს კრიმინალური წარსული, მაშინ ვუბრუნებთ იარაღს, მაგრამ მხოლოდ შენახვის უფლებით. მომავალში, უბნის მილიციონერები შეამოწმებენ, როგორ ინახავენ ისინი იარაღს”, – განაცხადა დმიტრი დბარმა.  უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ 451 ერთეული იარაღი გასცა საჩუქრის სახით. 220-ზე მეტი გადასცეს აფხაზეთის მოქალაქეებს, მათ შორის ისეთებს, რომელთაც კრიმინალური წარსული აქვთ. იარაღის ნაწილს ჩუქნიდნენ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის სახელით, მათ შორის, უცხოელებს. სწორედ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი პისტოლეტით მოიკლა თავი 2020 წლის 6 მაისს, რუსმა ოლიგარქმა დმიტრი ბოსოვმა. წყარო: jam news
#politic
#აფხაზეთი
#სოხუმი
#sokhumidaily
0