სენაკში ჩატარებული სპეცოპერაცია.

0
გუშინ სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. სპეცოპერაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. საქმე ეხება ჯერჯერობით უცნობი ადგილობრივი მოქალაქეების მიერ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს. ადგილობრივი მოქალაქეები ფულს სასტუმრო “ვერსალის” მფლობელს სძალავდნენ. გუშინ დააკავეს ერთი ადგილობრივი, დაკავებისთანავე დაიწყეს მისი სახლის ჩხრეკვა. #სენაკი #სამეგრელოზემოსვანეთი #სპეცოპერაცია #დაკავება #ჩხრეკვა
#zugdididaily
0