მექსიკაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 851 000-ს გადაჭარბა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 4119 ადამიანს დაუსვეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 851 227 ადამიანი დაინფიცირდა, 86 167 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 619 026 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.