აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, რომელიც კოვიდინფიცირებულია კლინიკაში მოათავსეს

0
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ალექსანდრ ანქუაბი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს. "ალექსანდ ანქუაბი მკურნალობას გუდათის საავადმყოფოში აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკა არ შეიმჩნევა, მაგრამ სტაციონალური მეთვალყურება აუცილებელი გახდა", — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ანქუაბს Covid-19, 2020 წლის 30 დეკემბერს, დაუდასტურდა. ის აქამდე სახლში მკურნალობდა. 27 დეკემბერს კი კორონავირუსი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას დაუდგინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0