შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

შვედეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, სარა ბაიფორსის თქმით, ბრიტანეთიდან ჩამოსულ ერთ-ერთი მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი ჩამოსვლისთანავე დაუდასტურდა. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. ინფიცირებული იზოლაციაშია გადაყვანილი. შვედეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის შეზღუდვებია დაწესებული. მსგავსი ზომები მიღებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.