ოპოზიცია ამომრჩეველთა ხმების დასაცავად შტაბს შექმნის და ცხელს ხაზს აამუშავებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ოპოზიცია ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფს შექმნის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად, ამოქმედდება ასევე სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც საარჩევნო დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოიყრის თავს, ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო  ბურჯანაძემ განაცხადა  მედიასთან საუბარში, ოპოზიციური ერთონის შეკრების დაწყებამდე. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს ოპოზიცია დეკლარაციას მოაწერს ხელს. დეკლარაციით პარტიები იღებენ პასუხისგმებლობას საკუთარი პარტიული მხარდამჭერების ხმების გარდა, დაიცვან სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევენთა ხმებიც. „ეს არის სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დეკლრაციაზე ხელმოწერა იქნება არჩევნების გაყალბების შესაძლებლობის ერთგვარი პრევენცია. არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები და დამკვირვებლები ერთმანეთთან კორდინირებულად იმუშვებენ. „ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, იმისთვის, რომ ივანიშვილმა არც ერთი ხმა არ მოიიპაროს“,- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით: „30-მდე ოპოზიცირი პარტია, ფაქტობრივად სრული სპექტრი, თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიური სიგნალი  ოპოზიცის ერთიანობის შესახებ“, -  დავით ბაქრაძის თქმით, „დოკუმენტს აქვს პრატიკული ღირებულებაც, ამ მექანიზმით ოპოზიცია დაიცავს ერთმანეთის ხმებს“. დეკლარაციაზე ხელმოწერით, ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში აწარმოებდა მოლაპარაკებას, საერთო საარჩევნო სტრატეგიაზე,  ვალდებულებას იღებს  დაიცვას სხვა ოპოზციური პარტის ამომრჩეველთა ხმებიც. წინასწარი ინფორმაციით დეკლარაციას ის ოპოზიციური პარტიებიჩ შეუერტდებიან, რომლებიც "ლეიბორისტული პარტიის" ოფისსი მიმდინარე შეკრებებში არ მონაწილეობდნენ. დეკლარაცია ოპოზიციამ 18 აგვისტოს შეიმუშავა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.         https://www.radiotavisupleba.ge/a/30799641.html #ახალი_ამბები #twitter