შაქარასთვის - სოლიდარობის აქცია ბათუმში

Tbilisi Daily

„არა ძალადობას“, „რაც შეიძლება ნაკლები შაქარა ამ ქვეყანას“, „სამყარო გავხადოთ ნაკლებად ძალადობრივი“ – ამ გზავნილებით აჭარის მთავრობის სახლის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აქციაზე ის მელოდია ჩართეს, რომელიც გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა. აქციის მონაწილეები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი დღეს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამაში მთელ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ „სახელმწიფო უნდა იყოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, – მიიჩნევენ ახალგაზრდები.