საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის, 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 203 547 გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. მძიმეა 1 009 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი. ამასთან, 26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი.