საია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის — Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო

ByOn.geGeorgia
0
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო. ფიტნესკლუბის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით დაიწყო, რაზეც საია აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურია.
აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება იმ პირის მიერაა ჩადენილი, რომელიც ამავე წესების დარღვევისთვის ერთხეულ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია.
#News
ByOn.geGeorgia
0