სენაკში სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Zugdidi Daily

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სენაკში, კლინიკა “არქიმედეს“ ემერჯენსის განყოფილებაში მუშაობდა, ფოთში კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობდა. კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი 2 სექტემბერს ფოთში მორიგეობდა. სენაკის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ანა ჭიჭაღუა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „2 სექტემბერს ფოთიდან ბათუმში გამოძახებული იყო ბრიგადა, დაინფიცირებული ოჯახი გადაიყვანეს თბილისში. ექიმი ეკიპირებული იყო, მაგრამ რანაირად მოხდა დაინფიცირება ვერ გეტყვით. ამის შემდეგ, 4 სექტემბერს იმუშავა "არქიმედეში", ემერჯენსის განყოფილებაში და ყველა თანამშრომელი, რომლმაც მასთან ერთად იყო მორიგე , გადაყვანილია იზოლაციაში.” ექიმის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მისი ოჯახის წევრები კი კარანტინში უკვე გადაიყვანეს. თავად ინფიცირებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას მხოლოდ ერთი დღე აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მალე გადაიყვანენ საავადმყოფოში. ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : „საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 აგვისტოს იყო მორიგე დაუდასტურდა „კოვიდ 19“. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში“ და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია.“ ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი. #სენაკი #ფოთი #სამეგრელო #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #სასწრაფოსექიმი #საქართველო #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com