3
?? უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ვულოცავთ 27 მაისს - ქართული დიასპორის დღეს!!! ? დღეს აშკარაა, რომ ქართულ დიასპორაში არსებული ინტელექტუალური, ლობისტული და ფინანსური კაპიტალი აუცილებელია საქართველოს სწრაფ განვითარებაში, დიასპორის თითოეული წარმომადგენლის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის... ? დღევანდელი ქართული სახელმწიფო თავისმხრივ ხელს უნდა უწყობდეს და ქმნიდეს შესაბამის მექანიზმებს ქართული დიასპორის ქვეყნის განვითარებაში ჩართულობისათვის, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციას გააზრებული უნდა ჰქონდეს დიასპორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში... ? ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი უნდა გამყარდეს და გაძლიერდეს, ორივე მათგანი უნდა აძლიერებდეს ერთმანეთს 21-ე საუკუნეში... ? ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უცხოეთში მცხოვრებ თითოეულ თანამემამულესა და ყველა დიასპორულ ორგანიზაციას უსურვებს წარმატებულ საქმიანობას ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ!!! ზაალ სარაჯიშვილი პალატის თავმჯდომარე
3