პოლიციამ 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა წესების დარღვევისთვის დააჯარიმა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქეიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.ერთ-ერთი მათგანი კოვიდაღრიცხვაზე 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო მეორე 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით მოძრაობდა.
რაც შეეხება მეორე პირს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზექვეითად გადაადგილდებოდა.
ორივე მათგანი 2000-2000 ლარით დაჯარიმდა.