მეუფე გერასიმე: გიორგის სულის საოხად ვლოცულობთ. აუცილებლია ობიექტური გამოძიება

Tbilisi Daily

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე აუცილებელია ობიექტური გამოძიება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, თემის კომენტირებისას განუცხადა. „ რა თქმა უნდა ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გიორგის სულის საოხად ვლოცულობთ, რათა უფალმა მისი სული გაამწესოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. აუცილებლია ობიექტური გამოძიება“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.