ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
Pirveliradio Ge
ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ კვიცარიძეს გუშინ ცხელების სიმპტომები ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შემდეგ, პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 150 ადამიანს დაუდასტურდა.