მაკრონი: თურქეთის საომარი რიტორიკა აზერბაიჯანს ყარაბაღზე კონტროლის ხელახლა დაწესებისკენ უბიძგეს
Tbilisi Daily
საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებულია თურქეთის მიერ ბოლო საათებში გავრცელებული საომარი ხასიათის შეტყობინებებით, რომლებიც აზერბაიჯანს უბიძგებს, მთიან ყარაბაღზე კონტროლი ხელახლა დააწესოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლატვიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთის განცხადებები სახიფათოა.
„მე უკვე აღვნიშნე, რომ თურქეთის პოლიტიკური განცხადებები წინდაუხედავი და სახიფათოა,“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონის განმარტებით, აღნიშნულ საკითხს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებთან განიხილავს.