ბრიტანეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

Tbilisi Daily

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.